ქალაქ თბილისის გარეუბანი, დაბა წყნეთი ოდითგან გამოირჩეოდა ბუნების მრავალფეროვნებით. დღეს ამ ბუნებამ ადამიანის მისდამი უხეშად მოპყრობის შედეგად სახე იცვალა. ჩვენ გადავუღეთ წყნეთის მიდამოებს ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილია ჩვენი საცხოვრებელი გარემოს სიმშვენიერე. ჩვენი სურვილია შევაჩეროთ ამ მშვენიერი ბუნების განადგურების საშიშროება.
წყნეთის ტყე 60 წლის წინ შედარებით ტანდაბალი იყო. ტყის უმეტესი ნაწილი ბუჩქებს ეკავათ. ამამადამ ტყეშ უფრო მეტია მაღალი ხეები. აქ ადრე ბევრი ფრინველი ბინადრობდა. ტყის მიმდებარე მინდვრები იხვნებოდა.მუშავდებოდა,ითესებოდა მარცვლეული კულტურები,რაც მათ საკვებსაც წარმოადგენდა ,და ხელს უწყობდა მათ გამრავლებას-აღნიშნა წყნეთის ადგილობრივმა მკვიდრმა გ. წენგუაშვილმა მოსწავლეებთან საუბარში. სახნავ-სათესი ადგილები აღარ იხვნება დაფრინველების რიცხვიც შემცირდა, ზოგიერთი სახეობა,მაგალითად ტოროლა აქ საერთოდ აღარ ბინადრობს. ნელ-ნელა მცირდება წვრილფეხა, თუ მსხვილფეხა საქონლის რაოდენობაც, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ჰყავდა.გაჭირდა მათი შენახვა და საძოვრების შემცირების გამო მათი გამოკვებაც გართულდა. ტყეში იყო ბევრი წყარო, რომლეთა რიცხვიც ასევე საგრძნობლად შემცირდა.
четверг, 13 ноября 2008 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий